– საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა – ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს

მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოვუწოდებ, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ირანის მიერ კატარში მდებარე -ის ავიაბაზაზე განხორციელებულ იერიშს.
„საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა. მე ქვეყნის ხელისუფლებასთან და რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში ვარ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დეესკალაცია მოახდინონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ირანის სარაკეტო იერიშები „სახიფათო ესკალაციას“ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, დღეს ირანმა კატარში მდებარე -ის ალ-უდეიდას ავიაბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა