საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დანიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დანიშნავს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ხვალ შეხვდება და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად მიიღებს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბაირუ ემანუელ მაკრონს ხვალ დილით შეხვდება.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პარლამენტმა ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ფრანსუა ბაირუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 364-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება