საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ დარჩება თანამდებობაზე „სრულად, მანდატის დასრულებამდე“.
მან მადლობა გადაუხადა მიშელ ბარნიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობისთვის და საფრანგეთის ულტრა მემარჯვენეები და მემარცხენეები მთავრობის დამხობის მიზნით “რესპუბლიკის საწინააღმდეგო ფრონტში” თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან