ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს

გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტ ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით.
„მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს“, – წერს მაკრონი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული, 14 ივლისი მიულოცა და დაწერა:
„საფრანგეთის რესპუბლიკას ვულოცავ 14 ივლისს. 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!”, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი