ემანუელ მაკრონი – რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია – მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ს მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, უახლოეს მომავალში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება