სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ასობით დრონი და რაკეტა უკრაინის თავზე, განახორციელა განურჩეველი დარტყმები, მათ შორის საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთავრობის შენობაზე, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ მშვიდობას. სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, – წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.