საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნებისმიერი ეფექტური პასუხი ღაზას აღდგენაზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გქონდეს პატივისცემა ხალხის ან ქვეყნების მიმართ.
მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პალესტინელებს საკუთარ სამშობლოში დარჩენა სურთ და პატივი უნდა სცენ ამ სურვილს.
„ახლა სწორი პასუხია არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია. ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სურს ცხოვრება. ამ ორ მილიონს არ შეიძლება უთხრა: „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, ასევე პატივი უნდა სცენ ეგვიპტესა და იორდანიას, რომელსაც დონალდ ტრამპი ღაზადან გადასახლებული პალესტინელების მიღებას სთავაზობს.
„ახლა სწორი პასუხი არის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა. ახლა არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჰუმანიტარული აქტივობები უნდა განახლდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს”, – დასძინა მაკრონმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/66b47c03-e918-4254-aa76-df5ef70ed4c7_cx0_cy8_cw0_w1200_r1-NLq8Ah-300x169.jpeg)