– ნატო-ს გენერალურ მდივანთან „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მომზადების საკითხი განვიხილე

ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მომზადების საკითხზე ვესაუბრე, რომელიც ამ ხუთშაბათს პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ნატო-სთან კოორდინაციით, ვიმუშავებთ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების განსაზღვრაზე. ეს აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობისკენ სანდო სვლისთვის. ასევე გადავხედავთ რუსეთის პოზიციას, რადგან ის აგრძელებს აგრესიულ ომს და აგრძელებს მშვიდობის უარყოფას“, – აცხადებს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ერთიანობა და მტკიცე გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერისას და მშვიდობის ურყევი ნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ