ემანუელ მაკრონი – მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე, რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად – ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება

მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება უკრაინის კაპიტულაცია იყოს, საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგები “ლეგიტიმურად შეშფოთებულები” არიან საერთაშორისო ვითარებაზე, იმის ფონზე, რომ ში ომი “იგივე ინტენსიურობით გრძელდება”, -ის ფონზე, რომელიც “ნაკლებად უჭერს უკრაინას მხარს და ეჭვებს აჩენს შემდგომ რა მოხდება” და რომელიც “აპირებს სავაჭრო ტარიფების დაწესებას ევროპიდან მომავალ საქონელზე”.
“პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დასანქცირება. და კარგად მოვიქეცით. ვინაიდან, საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც… მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე…
რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, ს მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს… როგორ ჩანს, ამ აგრესიამ არავითარი საზღვრები არ იცის. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება,” – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – რატომ არ დაიბარეს ხარძიანის და „მაგნატის“ საქმეების მოსამართლეები? მათ თითს რატომ ვერ უქნევენ? ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? ხოლო ომის საკითხის შესწავლით, ხდება ქართული არმიის დისკრედიტაცია