ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, მოქალაქეებს საპარლამენტო ს მეორე ტურში ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ დიდი, დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა ამ კენჭისყრის მნიშვნელობას მოწმობს.
„საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა მოწმობს ამ კენჭისყრის მნიშვნელობას ჩვენი თანამემამულეებისთვის და პოლიტიკური სიტუაციის გარკვევის სურვილს“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ულტრამემარჯვენეები ახლა “ძალაუფლების კარიბჭესთან” არიან. მისი თქმით, “ეროვნულმა გაერთიანებამ“ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზეა მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ (NFP) კოალიცია, დაახლოებით, 29 პროცენტით, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი – 20,5-23 პროცენტით.

ასევე დაგაინტერესებთ