ემანუელ მაკრონი – მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მაკრონი ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.
„მშვიდობა შესაძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება. ასევე აუცილებელია ჰამასის დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა და ბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება და, იმ პირობით, რომ მოხდება მისი სრული დემილიტარიზაცია და ს სრულად აღიარება, მისი მონაწილეობა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას „ტერორისთვის ჯილდო“ უწოდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა ისრაელის „განადგურების“ შესაძლებლობას კარი გაუღო.
„პალესტინელებს არ სურთ სახელმწიფო ისრაელის გვერდით, მათ სურთ სახელმწიფო ისრაელის ნაცვლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა გადაწყვეტილებას საფრანგეთის ისტორიაში შავი ლაქა უწოდა. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რადგან ეს მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.