– კრანს-მონტანაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა

შვეიცარიელ ხალხსა და ხელისუფლებას საფრანგეთის სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, შვეიცარიის კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარ აფეთქებას.
„კრანს-მონტანაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა. შვეიცარიას, მის ხალხსა და ხელისუფლებას საფრანგეთის სახელით სრულ სოლიდარობასა და ძმურ მხარდაჭერას ვუცხადებ“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.
მომხდარს ლატვიის პრეზიდენტი, ც გამოეხმაურა.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ კრანს-მონტანაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა რინკევიჩმა X-ზე.
ცნობისთვის, შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში აფეთქება ახალი წლის ღამეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.