ირან-ისრაელის კონფლიქტზე – მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.
„რამდენიმე დღეა, საფრანგეთი მკაფიოდ და მარტივად აცხადებს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებს გამართლება არ აქვს“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მზადყოფნა უნდა გამოხატოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ