– ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.
„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“.
„აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა