ემანუელ მაკრონი – თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება – სანქციების მოხსნის საკითხი დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე

საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა სთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ რუსეთმა აქცია შავი ზღვა სამხედრო მოქმედებების თეატრად, შეარყია კომერციული მარშრუტები და საფრთხეში ჩააგდო მათი უსაფრთხოება.
„სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა.
ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება.
„ანუ, ეს ყველაფერი – სანქციების მოხსნის საკითხი – დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა