ემანუელ მაკრონი – თუ რუსეთი ომს მოიგებს, ევროპისადმი ნდობა ნულამდე დაეცემა

ჩვენ ორი წელია ვეხმარებით ს, ჩვენ გვაქვს მიზანი: რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი!- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1-სა და France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს „ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და საფრანგეთისთვის“.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: არ უნდა დავუშვათ ს გამარჯვება! 2024 წლის დასაწყისი ჩვენთვის ახალ დასაწყისს უნდა ნიშნავდეს“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება და შექმნას კოალიცია რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, ევროპისადმი ნდობა ნულამდე დაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ