ემანუელ მაკრონი – თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია

თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში.
„უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა. და უსაფრთხოების ელემენტები უნდა ავაწყოთ დღეისთვისა და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში.
თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე, ის წავიდა ირანული დრონების მისაღებად, ეხმარებოდა ირანს მის ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა.
მან გააღრმავა ჩინეთთან კავშირები, რომლისგანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. ასე რომ, თუ არსებობს პიროვნება – სინამდვილეში მისგან ბირთვული იარაღით მუქარები მოგვისმენია – რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას