– ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ – საფრანგეთი -ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს

ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ – საფრანგეთი -ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ზომები დაშინებასა და იძულებას წარმოადგენს, რაც მიზნად ევროპის ციფრული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავს. ევროკავშირის ციფრული რეგულაციები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ დემოკრატიული და სუვერენული პროცესის შედეგად არის მიღებული“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
მისი თქმით, „ევროკავშირის ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს და მესამე ქვეყნებს მიზანში არ იღებს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა ტიერი ბრეტონს „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) მთავარი ინიციატორი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით