ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს გაცხადებით, -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„გაკეთდა შეთავაზება, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უფრო ფართო დისკუსიების დაწყებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს. საფრანგეთი მხარს დაუჭერს მას“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კანადის ქალაქ კანანასკისში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს.
მისი თქით, მხარეებმა მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, რადგან ამას არაფერი ამართლებს.
„აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ენერგეტიკული, ადმინისტრაციული და კულტურული ინფრასტრუქტურის, და მით უმეტეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა დარტყმა შეწყდეს. ამას არაფერი ამართლებს“, – აღნიშნა მაკრონმა.