ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრაზე – თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, – Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, კარგია, რომ ტრამპი და პუტინი ხვდებიან „ორმხრივი დღის წესრიგის“ განსახილველად, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საუბარში ჩართული უნდა იყოს.
„თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. თუ ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენენ, ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უნგრეთში შეხვდება. ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.