გავრცელებულ ვიდეოზე – ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ

ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეუღლემ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ვიეტნამში, საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ჩასვლის დროს სახეში ხელი გაარტყა.
„ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ. ეს არაფერია“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ბოლო კვირების განმავლობაში პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი ვიდეოების არასწორად ინტერპრეტირება მოხდა.
„ხალხს ეგონა, რომ სხვებს კოკაინი გავუზიარე, თურქეთის პრეზიდენტთან ჩხუბი მქონდა, ახლა კი ჩემს მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტი მაქვს. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა უნდა დამშვიდდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მედიის ინფორმაციით, ვიდეო ვირუსულად გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო მედიისა და ფრანგულ ულტრამემარჯვენე მედიის ანგარიშებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან