ემანუელ მაკრონი – ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე

ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროისთვის მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა დიდ ცვლილებას აქვს ადგილი, რადგან -ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, ამიტომ ახალი კონტექსტია. ასე რომ, ურთიერთობის განახლებისთვის პრეზიდენტ ტრამპს კარგი მიზეზი აქვს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთანხმების პატივისცემა მოხდება „სიძლიერე და შეკავების შესაძლებლობებია“.
„მჯერა, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. პირველ რიგში უნდა მივიღოთ რაღაც, რისი შეფასება, შემოწმება და დამოწმება შეიძლება მოხდეს. მოდით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკმარისი გარანტიების შექმნა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას