ემანუელ მაკრონი – ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა ნამდვილად სურს

ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„შაბათს ში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეხვედრისა და გუშინ -ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, დღეს უკრაინის პრეზიდენტს ს ვესაუბრე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამბედაობა გამოიჩინა და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება მიიღო. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. კმარა სიკვდილი. კმარა განადგურებული სიცოცხლე. კმარა ნგრევა“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, „იარაღის ხმა უნდა დადუმდეს. სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. ეს არის ყველა პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. პრეზიდენტი ტრამპი ამის ერთგულია“.
„ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინოთ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახლა შეტევის საშუალებას არ მისცემს“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.