აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გაზეთთან, Les Echos-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, მაკრონი ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გაეძლიერებინა თანამშრომლობა „არამდგრად“ გლობალურ სავაჭრო დისბალანსზე, გეოპოლიტიკასა და გარემოზე.
„მე ვუთხარი მათ, რომ თუ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, ჩვენ, ევროპელები, იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, შეერთებული შტატების მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, – თქვა მაკრონმა Les Echos-თან ინტერვიუში.