ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინელ კოლეგებთან ძალების განლაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინელ კოლეგებთან სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებულ საჭიროებებს განიხილავენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შტატების ხელმძღვანელები შეკრებენ გუნდს, რომელიც უკრაინელ კოლეგებს შეხვდება.
“ეს არის ფრანგულ-ბრიტანული შემოთავაზება ამ მხარდამჭერ ძალებთან [კონტინგენტთან] დაკავშირებით. ის მიღებულ იქნა უკრაინის მიერ…
როგორ მოვემზადებით ამისთვის? შტაბების ბრიტანელი და ფრანგი ხელმძღვანელები შეკრებენ გუნდს, რომელიც უკრაინელ კოლეგებს შეხვდება. უკრაინელები გვეტყვიან, თუ რა არის მათი საჭიროებები”, – განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ გუშინ, 26 მარტს, მას “ძალიან კარგი დისკუსია” ჰქონდა ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და “უკრაინამ ზუსტად იცის რა სჭირდებათ”.
“ამიტომ ეს სამხედრო დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ ადგილები, სამხედროების რაოდენობა, რათა ამან ნდობა გამოიწვიოს და შესაძლებლობები. ამიტომ არაფერი არაა გამორიცხული”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში