ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელ ლიდერებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან დიალოგის შემდეგ ზელენსკის ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მონაწილეობა მიიღო ევროპელი ლიდერების, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუბარში, შემდეგ კი ზელენსკის ცალკე ესაუბრა.
„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, მონაწილეობა მივიღე აზრთა გაცვლა-გამოცვლაში პრეზიდენტებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან. შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება
„იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებს, რათა დავასრულოთ შეთანხმება თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილზე“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)