ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენაში თანამშრომლობის განზრახვის შესახებ –

დღეს მნიშვნელოვანი მომენტია, ჭეშმარიტად ისტორიული ორივე ერისთვის – საფრანგეთისა და უკრაინისთვის. ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენაში თანამშრომლობის განზრახვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს დოკუმენტი ს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, წელს ასევე დაიწყება საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის სექტორების ერთობლივი პროექტები.
„ერთობლივად ვაწარმოებთ თავდაცვით დრონებს და ვიმუშავებთ კრიტიკული ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შემუშავებაზე, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს უკრაინულ დრონებში. ახალი თვითმფრინავები, ახალი გამაგრებები, ახალი ნაბიჯები ჩვენი არმიისა და ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. მადლიერი ვარ საფრანგეთის, პრეზიდენტ სა და მთელი ფრანგი ხალხის“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს.