ელ სალვადორში 2026 წლის ბოლომდე მსოფლიოში პირველი “ბიტკოინ ბანკი” ამოქმედდება

ელ სალვადორი 2026 წელს მსოფლიოში პირველი ბიტკოინზე დაფუძნებული ბანკების ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივა ეფუძნება ახლად მიღებულ Bitcoin Bank Law-ს, რომელიც ფინანსურ სექტორში ახალ კატეგორიას ქმნის და ინსტიტუტებს მხოლოდ ბიტკოინით (BTC) ოპერირების საშუალებას აძლევს.
პროექტი ქვეყნის გრძელვადიანი კრიპტოსტრატეგიის ნაწილია. მთავრობის მონაცემებით, ელ სალვადორი უკვე ახორციელებს ბიტკოინის ყოველდღიურ დაგროვებას ეროვნულ რეზერვებში და ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზე 7 514 BTC-ზე მეტია აკუმულირებული.
ახალი საბანკო მოდელით ელ სალვადორს პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბიტკოინს რეგულირებული საბანკო ინსტიტუტების დონეზე გამოიყენებს. ხელისუფლების შეფასებით, ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 70% ტრადიციული საბანკო სისტემის მიღმაა.
ბიტკოინზე დაფუძნებული ბანკების ამოქმედება გათვალისწინებულია 2026 წლის ეროვნული განვითარების სტრატეგიაში და პარალელურად განხორციელდება ს მიმართულებით დაგეგმილ პროექტებთან, რომლებიც ქვეყნის ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორების გარდაქმნას ისახავს მიზნად.