Upway – ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ელ-ველოსიპედის Marketplace პლატფორმამ, Series B რაუნდში $30 მლნ დოლარი მოიზიდა.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თანხები სამომხმარებლო შეთავაზებების გასაფართოებლად და ასევე, მხარი დაუჭიროს ბრენდის მუდმივ ზრდას შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად დასავლეთ სანაპიროზე.
Toussaint Wattinne-ისა და Stéphane Ficaja-ს მიერ 2021 წელს დაარსებული Upway აწვდის ელექტრო ველოსიპედებს პირდაპირ სახლებში, პროფესიონალი მექანიკოსების გუნდის მიერ სერტიფიცირების პროცესის შემდეგ. პლატფორმას ასევე აქვს ელექტრო ველოსიპედები უმაღლესი დონის ამერიკული ბრენდებიდან, როგორიცაა Specialized, Cannondale და Rad Power და საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ისეთი ბრენდები, როგორიცაა Gazelle, Riese & Müller ან Stromer, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება საზღვარგარეთ. ამჟამად, სერტიფიცირებული ელექტრო ველოსიპედი იყიდება კომპანიის საკუთარი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, უფასო 14 დღის დაბრუნებით და მიეწოდება სახლებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში..