ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.