ელჩი: EU-მა არ აღიარა ბელარუსის არჩევნები – იმედია, საქართველოში აქამდე არ მივალთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ საქართველოს კონტექსტში პირველად ახსენა ბელარუსის არჩევნები, რომლის შედეგებიც ევროკავშირმა არ უღიარებია. მან თქვა, რომ “ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, აქამდე [საქართველოში] არ მივალთ”.
მან იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, მოვლენების გაუარესების შემთხვევაში კი “ზომების მიღებაზე” საუბრობს.
“ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე, არჩევნები კი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვსურს მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მოგვიწევს, მივმართოთ ზომებს.
ეს წარსულშიც გავაკეთეთ სხვა ქვეყნების მიმართ, ბელარუსის ჩათვლით, არ ვაღიარეთ ბელარუსის არჩევნები, ეს არჩევნები ბელარუსში მოიპარეს და ამიტომ შემოვიღეთ ფართომასშტაბიანი ზომები, მათ შორის სანქციებიც. ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, რომ აქამდე არ მივალთ”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
მან ასევე თქვა, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, “დიდი ალბათობით, არ იქნება რეკომენდაცია საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე”.