ელჩი: იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის, საქართველო მეტ [დახმარებას] დაკარგავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის “საქართველო მეტს და მეტს დაკარგავს”.
მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველები გადაწყვეტენ, არ გააგრძელონ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა – საქართველო სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია EU-ში გაწევრიანებისკენ.
“საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შემცირების გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ უკვე მივიღეთ. გასულ კვირას, ჩვენ გავავრცელეთ ციფრი. საქართველომ დაკარგა 121 მილიონი დოლარის ოდენობის ევროკავშირის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე მხარდაჭერის პროგრამებს.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კურსს არ შეცვლის, საქართველო მეტს და მეტს დაკარგავს.
და იმ შემთხვევაში თუ თქვენ, ქართველები, თქვენი ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა, მაშინ საქართველო დაკარგავს სრულად ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში თავისუფლად გაწევრიანებისკენ, შემდეგ კი საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რასაც ევროკავშირის ახალი წევრები იღებენ, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკას დაბალი განვითარება აქვთ”, – აღნიშნა ელჩმა.
2024 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.
“ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება”, – აღნიშნული იყო განცხადებაში.
განცხადების თანახმად, 2022 წელს აუთვისებელი – 12 მილიონი, 2023 წელს – 72 მილიონი და 2024 წელს – 37.3 მილიონი ევრო შეჩერდა, გადანაწილდა – დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ.