ელჩი: თავად ვარ 20 წლის შვილის მამა, გულსატკენია, როცა 21 წლის ბიჭს პატიმრობას უსჯიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებთან მათე დევიძის პატიმრობაზე ისაუბრა და გულსატკენი უწოდა ფაქტს, რომ “ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, პატიმრობას უსჯიან”.
ის ამბობს, რომ საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ და წუხს, რომ “სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ”.