ელჩი: ვიზალიბერალიზაციის პირობები გადაიხედება – დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი MOVEMENT-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ EU-ში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება.
ელჩი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
“ჩვენ შევთანხმდით ვიზა ლიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.