ელჩი – ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა ძალიან წარმატებული იყო – მოხარული ვარ, რომ საქართველოს წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ ბრიუსელს, როგორც კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები

ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში ქართველებმა თავად უნდა გაიარონ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ევროკავშირი-საქართველოს მე-8 ასოცირების საბჭოს ვესწრებოდი. ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო, ძალიან შინაარსიანი განხილვებით, ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი. ოჯახური გარემო იყო, და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ ბრიუსელს, როგორც კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები.
ის, რაც ჯოზეფ ბორელმა თქვა სრულიად ნათელი იყო – ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში ქართველებმა თავად უნდა გაიარონ. ყველამ ვიცით 9 ნაბიჯი. მეორე ნაბიჯია – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი ელექტორალური პროცესი. რა თქმა უნდა, ძალიან ახლოდან დავაკვირდებით.
ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის მოწვევა გაახანგრძლივოს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით იქნება ჩატარებული, რათა საქართველოს დემოკრატია გაძლიერდეს, და საქართველო უკეთ მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის ისე სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ