ელჩი დანიგანი: დღესაც ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა

აშშ-ის დამოკიდებლობის 249-ე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩმა რობინ დანიგანმა დემოკრატიის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი“.
„დღესაც ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით“, – თქვა ელჩმა დანიგანმა.
ელჩი დანიგანი თვის ბოლოს საქართველოს ტოვებს – ის და მისი ქმარი 33-წლიანი დიპლომატიურ კარიერას ასრულებენ:
„საქართველოში ჩამოსვლის დღიდან თქვენ გაგვიღეთ თქვენი გულები და სახლები. დაგვაგრძნობინეთ, რომ ქართულ ოჯახს ვეკუთვნოდით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები. ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას“.
-ის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება, საქართველოში კი ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს, 2 ივლისს გაიმართა. ღონისძიებას არ ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი .
ბოლო წლებში წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.
2024 წლის 30 ნოემბრს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა – ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
ფორუმი