ელჩი ადასტურებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში გადაიყვანეს

ელჩი ადასტურებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში გადაიყვანეს
აბუ დაბიში, სადაც “ოცნების” დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ამ ინფორმაციას “პირველებს” საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა უდასტურებს.
ჯანჯღავა ამბობს, რომ მომხდარში ოფიციალურად არის ჩართული საელჩოს საკონსულო სამსახური.
მისივე განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილნი, თუმცა კონკრეტულად ვინ, სახელებსა და გვარებს ელჩი “პირველებთან” არ ასახელებს.
“ჩვენ დაგვირეკა პოლიციამ, რის შემდეგაც საელჩოს საკონსულო სამსახური ჩაერთო საქმეში. მიდის გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაკავებულებს ვერ დავარქმევ, უფრო გამოძიებისთვის არიან პოლიციაში გადაყვანილნი”, – ამბობს ელჩი.
აბუ დაბის პოლცია ამ დრომდე იძიებს სატუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.
შეგახსენებთ, რომ , ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული – ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს.