ელჩის გაწვევა, სანქციები და მოლაპარაკებების არგახსნა — 4 ევროპარლამენტარის წერილი ბორელს

საქართველოში დღეს დილით განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ოთხი ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელს და სთხოვენ, დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება სა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისადმი.
ბორელისადმი წერილი სამი კითხვისგან შედგება:
· შემოსთავაზებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭომდე, დაუყოვნებლივი მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და ს, ასევე საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს და პრეზიდენტის ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას?
· დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი EEAS-ს და DG NEAR-ს, საქართველოს მთავრობასთან შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა გადაიტანოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე და თავი შეიკავონ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?
· იღებს თუ არა უმღლესი წარმომადგენელი ვალდებულებას, კანონის მიღებისთანავე გამოიძახოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის დაგმობა და გადასცეს მისი განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღების შესახებ და განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის.
წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ოთხი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან: ტეის რეუტენი (სოციალ-დემოკრატები), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი), პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew Europe) და მირიამ ლექსმანი (ევროპის სახალხო პარტია).
🇬🇪🇪🇺 We ask HR/VP @JosepBorrellF to start preparing targeted sanctions against those in Georgia who are steering the country away from its European future.👇We will continue to support Georgia’s pro-European people. pic.twitter.com/9RKPDAF0ed — Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) May 13, 2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დილის 09:00 საათზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსული კანონს.
კომიტეტის სხდომა ზუსტად 67 წამს გაგრძელდა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას