“ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები”– კობახიძე ამტკიცებს, რომ “ოცნება” ომშია და მშვიდობას ელოდება –

ირაკლი მ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, განაცხადა:
“დიპლომატიაზე საუბრისას, ჩვენ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ დიპლომატია ომის დროს და მშვიდობის დროს. ამ ორ ვითარებაში დიპლომატიას განსხვავებული ძალა აქვს. ამჟამად ჩვენ გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ომი მიმდინარეობს და მინდა ჩვენი გამოცდილებით გითხრათ, რომ ამ მდგომარეობაში დიპლომატიის ძალა არის ძალიან სუსტი… მე შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში გყავს ელჩები, რომლებიც პრაქტიკულად საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ამ კონკრეტულ ქვეყნებთან გვქონდეს ურთიერთობა. ისინი ყოველთვის ჩივიან ამაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდობის პერიოდს. როგორც კი მშვიდობა აღსდგება, დიპლომატია მთავარ ადგილს დაიკავებს. ამჟამად პოლიტიკური ინტერესები არის უპირატეს მდგომარეობაში, დიპლომატიის ნაცვლად. როგორც კი მშვიდობა აღსდგება მე დარწმუნებით გეტყვით, რომ დიპლომატია გადაწონის სხვა საკითხებს.”
კობახიძე არ აკონკრეტებს, როგორ აპირებს მშვიდობის მოპოვებს, გეგმავს, რომ მოუგებს “ომს” ამერიკას და ევროკავშირს, თუ რამე სხვა გეგმა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება