ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს

ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ევროკავშირის ელჩის ქმედებებს აფასებს.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს – ცდილობს საზოგადოება დააპირისპიროს და ქვეყანაში სიძულვილის ენა და აურზაური დათესოს.
“სამწუხაროა, რომ ელჩების უმრავლესობა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს, რომ რამენაირად გახლიჩონ საზოგადოება, ასევე ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, გამიჯნონ ერთმანეთისგან, დათესონ სიძულვილის ენა, აურზაური ქვეყანაში და ძალადობრივი გზით მოახდინონ, რადიკალური ოპოზიციის ხელით, ხელისუფლების შეცვლა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, არ ჯდება არც პარტნიორულ ურთიერთობაში და ამას კრძალავს ვენის კონვენციაც, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან ელჩები, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და ურთიერთობები დაალაგონ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა