ელჩებისადმი ს მიმართვა კანონდარღვევაა, რადგან ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა

ელჩებისადმი ს მიმართვა კანონდარღვევაა, რადგან ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა
ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ელჩებისთვის ჭკუის დარიგების უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, ელჩი არის საჯარო მოხელე, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის, მათ შორის არც პრეზიდენტს აქვს, რომელიც თავის თავს კონსტიტუციის გარანტს უწოდებს, ფაქტობრივად კი კონსტიტუციის დამრღვევია, ელჩებისადმი მისი მიმართვაც კი კანონდარღვევა არის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა.
„სალომე ზურაბიშვილს ელჩებისთვის ჭკუის დარიგების უფლება არ აქვს! ელჩი არის საჯარო მოხელე, რომლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის, მათ შორის არც პრეზიდენტს აქვს, რომელიც თავის თავს კონსტიტუციის გარანტს უწოდებს, ფაქტობრივად კი კონსტიტუციის დამრღვევია, ელჩებისადმი მისი მიმართვაც კი კანონდარღვევა არის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ელჩების (საჯარო მოხელის) საქმიანობაში ჩარევას, რაც დემოკრატიული საზომით მიუღებელი სითავხედეა.
რაც შეეხება უშუალოდ წერილს, წერილში რამდენიმე საყურადღებო საკითხია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას მას უთხრეს:
„საქართველო მაინც შევა ევროკავშირში?“ „მაინც“ რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს“ სხვა, რომელ კანონს გულისხმობთ ქალბატონო სალომე? კანონს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? ვისაუბროთ ღია ტექსტებით, პირდაპირ თქვით, გარდა გამჭვირვალობის კანონისა, რომელი კანონი არის მიუღებელი ჩვენი ფსევდო პარტნიორებისთვის. თქვენი ეს წამოცდენა მრავლისმეტყველია….
ზურაბიშვილი საკუთარ წერილში ასევე ამბობს: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება“ რას ნიშნავს არა ჩვეულებრივი არჩევნები? არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად ახდენთ არჩევნების დისკრედიტაციას. დამოუკიდებელი ინსტიტუტის და არჩევნების დისკრედიტაცია პრეზიდენტის ერთ ერთი მოვალეობაა? თქვენი განცხადება ოპოზიციის მესიჯ ბოქსის გამოძახილია, ნუთუ ასეთი „პრინციპული“ ადამიანი გვარამიას და სააკაშვილის ჯიბეში აღმოჩნდით…
ყურადღებას სალომეს წერილის კიდევ ერთ ფრაზაზე გავაკეთებ, სადაც ის ელჩებს ეუბნება; „თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა” ქალბატონო სალომე თქვენი პოზიცია ელჩებზე ზეწოლად ფასდება, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. განცხადების გაკეთებამდე, განცხადების ტექსტი შეცდომის პრევენციის მიზნით მაინც წაიკითხეთ, ისტორიაში სალომე “იმიტომ” ზურაბიშვილის სახელით შესვლა არა თქვენი, არამედ ქვეყნის სირცხვილია!
კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.
მუხლი 8
საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს.
მუხლი 12
საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა.
მუხლი15
საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის ან ინტერესებისთვის გამოიყენოს“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას