ელონ მასკი თვლის, რომ “მხოლოდ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაარჩენს გერმანიას

ამერიკელი მილიარდერი და -ის პრეზიდენტად არჩეული ს მრჩეველი, ელონ მასკი თვლის, რომ გერმანიას გადაარჩენს მხოლოდ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD).
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ეს განცხადება X-ის საშუალებით გაავრცელა გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
მასკის განცხადება მიბმულია Youtube-ზე ვიდეოების გერმანელი ავტორის, პროდიუსერის, ნაომი ზაიბტის ვიდეოსთან. მასში ზაიბტი გერმანიის კანცლერის პოსტზე მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და ქრისტიან-სოციალური პარტიის ბლოკის კანდიდატზე ფრიდრიხ მერცზე წერს, რომ ის შიშით უყურებს იმ აზრს, რომ გერმანიამ უნდა მისდიოს ელონ მასკის და ს (არგენტინის პრეზიდენტი) მაგალითს.
ზაიბტი პოსტში აკრიტიკებს მერცს იმისთვის, რომ ის უარს ამბობს AfD-სთან დიალოგზე.
პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ზოგიერთი ნაწილი გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყებამ მემარჯვენე ექსტრემისტულად შეაფასა.
AfD-ის კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი მიესალმა მასკის მოსაზრებას.