ელმინა ჰასანი საოპერო მომღერალთა კონკურსის OPERALIA -ს ლაურეატი (II ადგილი) გახდა

კონსერვატორიელი ელმინა ჰასანი მუმბაიში გამართულ საოპერო მომღერალთა კონკურსის OPERALIA -ს ლაურეატი (II ადგილი), სარსუელას პრიზისა და ასევე ROLEX – ის მაყურებელთა სიმპათიის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
კონკურსის ხელმძღვანელია მსოფლიო ვარსკვლავი პლასიდო დომინგო, რომლის აგენტმაც ელმინას თანამშრომლობაც შესთავაზა.
ელმინა ქალბატონ თამარ ივერის სტუდენტია.