ელმასი: რატომ დავტოვე “ნაპოლი”? – გერმანიაში მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცა

24 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა “ნაპოლიდან” “ლაიფციგში” გადასვლის მიზეზზე ისაუბრა:
“რატომ დავტოვე “ნაპოლი”? ძლიერ, გამარჯვებულ გუნდში ვიყავი, რომელიც ახალგაზრდებთან ბევრს მუშაობს და მომავალში იყურება, მაგრამ გამარჯვებების მოპოვება სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ნეაპოლში ხუთი შთამბეჭდავი წელი გავატარე და ჩემპიონატის მოგების შემდეგ დავტოვე, რისი ახსნაც სინამდვილეში შეუძლებელია.
ეს ფეხბურთზე და საკუთარ გუნდზე შეყვარებული გულთბილი ხალხის ქალაქია. გერმანიას ნელ-ნელა ვეჩვევი.
ჯერ გერმანულად ვერ ვლაპარაკობ, თუმცა ვსწავლობ. აქ ცოტა უფრო სიწყნარეა, ვიდრე სტამბოლსა და ნეაპოლში და ცხოვრების საშუალებას გაძლევენ. შეგიძლია
გარეთ მშვიდად გახვიდე. ეს მომწონს, რადგან შვიდი წლის მანძილზე სტამბოლსა და ნეაპოლში შეუძლებელი იყო, სადაც მომესურვებოდა, იქ წავსულიყავი. მშვიდად ვცხოვრობ, არაფერს არ ვკითხულობ და ძალიან ბედნიერი ვარ”, – ციტირებს ელმასს ჟურნალისტ ალფრედო პედულას საიტი.
ელმასმა “ნაპოლიში” 20192023 წლებში ყველა ტურნირზე 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დღეს “ლაიფციგი” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “რეალს” მასპინძლობს.