ელის-მარია მეუბნება: მიშა რომ მოვა, მისი წესებით ვიცხოვრებთო…“ – სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ეკა ჩხე­ი­ძეს გა­და­ცე­მა­ში, “პირ­ვე­ლი სტუ­დია“ ეს­ტუმ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არის მისი პირ­ვე­ლი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, უმ­ძი­მეს ჭო­რებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს::

“მისი წუ­ხი­ლი ალ­ბათ ის არის, რომ ენატ­რე­ბა შვი­ლე­ბი და უნდა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან დი­დე­ბი არი­ან უკვე და რაც მათ­თან დრო და­კარ­გა, უნდა ალ­ბათ უფრო ეს აი­ნა­ზღა­უ­როს. და ეს არის მისი უმ­თავ­რე­სი წუ­ხი­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 362 წე­რი­ლი, მო­ნატ­რე­ბა და ალი­სას მო­თხოვ­ნე­ბი

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს::

“მისი წუ­ხი­ლი ალ­ბათ ის არის, რომ ენატ­რე­ბა შვი­ლე­ბი და უნდა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან დი­დე­ბი არი­ან უკვე და რაც მათ­თან დრო და­კარ­გა, უნდა ალ­ბათ უფრო ეს აი­ნა­ზღა­უ­როს. და ეს არის მისი უმ­თავ­რე­სი წუ­ხი­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი.

მიშა წე­რი­ლებს მწერს ხში­რად, ხელ­ნა­წერ წე­რი­ლებს, რაც დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში და­ვი­წყე­ბუ­ლია. 362 წე­რი­ლი მაქვს, ეს გარ­და იმი­სა, რაც არ შე­მი­ნა­ხავს.

ალი­სა სულ მე­კი­თხე­ბა, რო­დის მოვა მიშა, ახლა არ მაქვს ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. ის კი ითხოვს კონ­კრე­ტი­კას. აი, მა­გა­შიც მი­შას ჰგავს. მე­კი­თხე­ბა რამ­დე­ნი ხვა­ლის მერე მო­ვაო?.. ვცდი­ლობ, რომ რა­ღაც თე­მი­დან გა­და­ვიყ­ვა­ნო ხოლ­მე. მაგ­რამ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია, მი­თხა­რი, რო­დის.

  • “დაბ­ლო­კი­ლი მომ­ღე­რა­ლი“ და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ზე

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კავ­ში­რი კა­რი­ე­რულ პა­უ­ზას­თან:

“[რა­ტომ არ ვჩან­ვარ?], არ არის, მე მგო­ნი, რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი. ყვე­ლამ იცის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი, არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში ამ პა­უ­ზას­თან. ვერ გა­ვექ­ცე­ვი ამას ვე­რა­ნა­ი­რად. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა და ალ­ბათ მე თვი­თო­ნაც რა­ღა­ცა დრო მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამით არ დავ­კომ­პლექსდე, ვთქვათ და რა­ღაც ისე ვე­ცა­დო, რომ სხვა­ნა­ი­რად და­ვა­ლა­გო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს დაბ­ლო­კი­ლი მომ­ღე­რა­ლი ვარ. მაგ­რამ, მეც არ მაქვს სურ­ვი­ლი, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მი­მიწ­ვი­ონ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტებ­ზე, ნამ­დვი­ლად არ მაქვს სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, ალ­ბათ ჭკვი­ა­ნე­ბი რომ იყ­ვნენ, და­მი­რე­კავ­დნენ და მე­ტყოდ­ნენ, რომ მოდი, გა­მო­დი და სათ­ქმე­ლი მა­ინც ექ­ნე­ბო­დათ, რომ ვპა­ტი­ჟებთ, მაგ­რამ არ მო­დი­სო”.

  • კო­ლე­გე­ბის სი­ჩუ­მე:

“არა, არ ვგრძნობ მხარ­და­ჭე­რას. და არც მიკ­ვირს პრინ­ციპ­ში და არც გული არ მწყდე­ბა, იმი­ტომ, რომ მეს­მის, ყვე­ლას თა­ვი­სი გან­წყო­ბა აქვს და, რა ვიცი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამის მი­მართ, რომ ჯო­ბია, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად სი­ჩუ­მე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. გული მწყდე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია… მხო­ლოდ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მწყინს რა­ღა­ცე­ბი, ვინც ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ახლა მა­ინც ის არის, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. პირ­და­პირ კავ­შირ­შია ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის და ალ­ბათ ჩემი შვი­ლის მო­მა­ვალ­თან. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა, რა მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რო­გორ ქვეყ­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაც და ყვე­ლა­ფე­რიც ისე გა­და­ი­წია… ისე რა­ღაც­ნა­ი­რად არია და, რომ არა­ფერ­ზე აღარ ფიქ­რობ ფაქ­ტობ­რი­ვად. არის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა მო­მი­წია, მაგ­რამ ვერ ვჩერ­დე­ბი სხვა­გან. ვერ ვჩერ­დე­ბი, აი, სულ დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და. რაც არ უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი შემ­ხვდეს… რაც არ უნდა გარ­შე­მო სტრე­სი იყოს, მა­ინც ჩე­მია და ჩემი მირ­ჩევ­ნია. სხვა­გან ვერ ვჩერ­დე­ბი, სულ მივ­დი­ვარ, იმის მო­ლო­დი­ნით, რომ უნდა დავ­ბრუნ­დე. ჩემი სახ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო და ეს ვერ შე­იც­ვლე­ბა ვე­რა­ნა­ი­რად, რამ­დე­ნი ხა­ნიც არ უნდა მო­მი­წი­ოს სხვა­გან ყოფ­ნა”.

  • “რო­გო­რი დედა ვარ?”

“ვცდი­ლობ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი დრო გა­ვა­ტა­რო ბავ­შვთან და მგო­ნია, რომ არც მკაც­რი ვარ, არც ზედ­მე­ტად რბი­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. არ ვიცი, უბ­რა­ლოდ, უფრო დიდ დროს ვა­ტა­რებ, იმი­ტომ, რომ ეს არის ახლა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მეხ­მა­რე­ბა დე­და­ჩე­მი. რა თქმა უნდა, ზო­გა­დად, ორი­ვე ბე­ბია ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია ბავ­შვის აღ­ზრდა­ში, დე­და­ჩე­მიც, გი­უ­ლიც. ორი­ვე არის სა­ო­ცა­რი ბე­ბია და მი­ხა­რია, რომ, აი, ეს ბე­ბი­ე­ბის სით­ბო ბავ­შვს უხ­ვად აქვს”.

  • არა­რე­ა­ლუ­რი ჭო­რე­ბის სია

“ვა­ი­მე, რო­მე­ლი ერთი ვთქვა? – მა­გა­ლი­თად ორ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კო­ლიე, სხვა­თა შო­რის, რო­მელ­ზეც მერე იმ კონ­კრე­ტულ მე­დი­ას ვუ­ჩივ­ლე… ამე­რი­კა­ში სახ­ლი, რამ­დე­ნი რამე შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნო. უხამს, სა­ში­ნელ ჭო­რებ­ზე სა­ერ­თოდ არც ვფიქ­რობ, რომ ვახ­სე­ნო, იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნად რა­ღაც არა­რე­ა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი თქვეს… სა­დაც გა­ი­ხე­დავ­დი, ყველ­გან, ყველ­გან რა­ღა­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თუ სა­სახ­ლე მქონ­და, ასე­ვე ორ­სუ­ლო­ბა, აღარ დამ­თავ­რდა ახა­ლი ჭო­რე­ბი ორ­სუ­ლო­ბა­ზე…

თა­ვი­დან ძა­ლი­ან მწყინ­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი… ახლა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რომ იმას­თან შე­და­რე­ბით, რო­გორც ვჩან­დი, უფრო ნაკ­ლე­ბად ვჩან­ვარ, მა­ინც სულ არის რა­ღა­ცა ჭო­რე­ბი. აღარ ვრე­ა­გი­რებ. აღარც მწყინს.

რთუ­ლია, პო­პუ­ლა­რო­ბის ფონ­ზე ცხოვ­რე­ბა. სულ მქონ­და ეგ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და… მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხალ­ხის აზრი, ხალ­ხი არის ჩემი მსმე­ნე­ლი, ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი… ამი­ტომ ვცდი­ლობ, რომ ნაკ­ლე­ბად შე­ვი­დე რა­ღაც, აი ,ასეთ პო­ლე­მი­კა­ში. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ვარ­სე­ბობთ სა­ერ­თოდ…

  • “სცე­ნის გა­რე­შე ვერ ვი­არ­სე­ბებ…”

“არა, ალ­ბათ არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა სცე­ნის გა­რე­შე. კი, მი­ნატ­რია ხან­და­ხან, რომ აი, სხვა პრო­ფე­სია მქო­ნო­და რა­ღაც. იმი­ტომ, რომ რთუ­ლია, არ არის ეს პრო­ფე­სია ად­ვი­ლი. თუმ­ცა, უბ­რა­ლოდ ვერ ვი­არ­სე­ბებ­დი… თუნ­დაც აი, სახ­ლში მო­ვა­წყობ კონ­ცერტს… სხვა­თა შო­რის, სა­ლო­ნუ­რად ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე ახ­ლაც კი და ვმღე­რით, ვმღე­რი, ჩემი კონ­ცერ­ტია ხოლ­მე სა­ლო­ნუ­რი, რა­საც ჩემი მე­გობ­რე­ბის წრე­ში ხში­რად ვა­კე­თებ”.

  • ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა

ალი­სა. თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე ის პა­ტა­რა. ყვე­ლა დე­დის­თვის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა შვილ­თან არის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა.

  • ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი

“ამ შეხ­ვედ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა მერე ყვე­ლა­ფე­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­შირ­შია ალი­სას­თან. მიშა წე­რი­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ­დღე მწერს. ხში­რად ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე. რაც შე­მიძ­ლია ვამ­ხნე­ვებ. მიშა შვილს ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებს… ელის-მა­რია მე­უბ­ნე­ბა: მიშა რომ მოვა სახ­ლში, მისი წე­სე­ბით ვი­ცხოვ­რებ­თო…“