ელისო ჯარიაშვილი: ასე ხომ კიდევ უფრო გამოჩნდა, რამდენი გაგინებთ

“ქართული ოცნება / Georgian Dream ან მრჩეველი არ გყავთ, ან თავმოყვარეობა არ გაქვთ?! ასე ხომ კიდევ უფრო გამოჩნდა, რამდენი გაგინებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.

ცნობისათვის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და მისი შვი­ლი, მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძის გარ­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებს, პო­ლი­ტი­კურ პი­რებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებ­საც ჩა­უ­ნიშ­ნეს.

  • ტე­ლე­წამ­ყვან ვიკა ბუ­კი­ას გან­ცხა­დე­ბით, დე­პუ­ტატ მა­რი­ამ ლაშ­ხის­თვის „მო­ნას“ და­ძა­ხე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სხდო­მა 12 ივ­ნისს, 15:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

„კი, მაგ­რამ ამ მა­რი­ამ ლაშხს ამ­დენ­მა კაც­მა რა­ტომ და­უ­ძა­ხა მონა? რა ხდე­ბა? რა დამ­თხვე­ვაა?“, – წერს ვიკა ბუ­კია და დას­ძენს, რომ საქ­მეს მო­სა­მარ­თლე და­ვით თეთ­რა­უ­ლი გა­ნი­ხი­ლავს.

  • სა­სა­მარ­თლო­ში იბა­რე­ბენ “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ ერთ-ერთ ლი­დერს, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ტა­ბუ­ლა ავ­რცე­ლებს.
  • “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის ერთ-ერთ ლი­დერს, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს ხვალ სა­სა­მარ­თლო­ში იბა­რე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მდი­ნა­რა­ძი­სა და წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ზე­ზით.ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი არ აპი­რებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თის წარ­დგე­ნამ­დე, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ბა­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი. ის მი­იჩ­ნევს რომ ტე­ლე­ფო­ნით შე­უძ­ლე­ბე­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ნამ­დვი­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი რე­კავს თუ რო­მე­ლი­მე “პრან­კე­რი“, – წერს გა­მო­ცე­მა. ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ ჩა­უ­ნიშ­ნეს ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას, ჟურ­ნა­ლისტ ვიკა ბუ­კი­ას, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, აქ­ტი­ვისტ ანა სუ­ბე­ლი­ანს და სხვებს.

    “სია გა­ნახ­ლდა მე­გობ­რე­ბო. ხვალ დაგ­ვი­ბა­რეს: ვახო სა­ნა­ია, მე, მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე, ვიკა ბუ­კია, ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი, ეკა მიშ­ვე­ლა­ძე, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, ბაია პა­ტა­რა­ია, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი… ის­ტე­რი­კა.ჯი,“ – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

    “მი­რე­კა­ვენ და­ჟი­ნე­ბით სა­სა­მარ­თლო­დან, ვუშ­ვებ ნინო წი­ლო­სან­თან და მა­რი­ამ ლაშხთან, ნეტა თუ მიხ­ვდნენ სად გა­ვუშ­ვი?“ – წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

“ხალ­ხო, ამა­ზე მი­ბა­რე­ბენ ხვალ სა­სა­მარ­თლო­ში, ნინო წი­ლო­სანს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეო. არა­ქა­ლი წყე­ნია,“ – წერს სუ­ბე­ლი­ა­ნი.

“მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ იგ­რძნო თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად და შსს-მ და სა­სა­მარ­თლომ იგ­რძნეს თავი სა­ჭი­როდ. ჰაი, გეკა მა­მუ­კა მი­ჩი­ვის 25 თე­ბერ­ვლის პოს­ტის გამო…,“ – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“ხალ­ხო, სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე წე­რია, რომ ხვალ 16:00 სა­ათ­ზე ეკა­ტე­რი­ნე მიშ­ვე­ლა­ძის პრო­ცე­სია. ოღონდ, ჩემ­თვის არც არა­ვის და­უ­რე­კავს და არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­სვლია! ნე­ტავ მე ვარ თუ სხვა ეკა­ტე­რი­ნე მიშ­ვე­ლა­ძეა? ”, – წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის, ლან­ძღვა-გი­ნე­ბის საქ­მე­ზე და­ი­წყო.

კერ­ძოდ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის 2025 წლის 6 ივ­ნისს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა/სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის­წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173 (16) მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, მას­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­და­კი­დე­ბას ან/და მის მი­მართ სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან ან საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი დღეს წა­რედ­გი­ნა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო