“ქართული ოცნება / Georgian Dream ან მრჩეველი არ გყავთ, ან თავმოყვარეობა არ გაქვთ?! ასე ხომ კიდევ უფრო გამოჩნდა, რამდენი გაგინებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.
ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილი, მარიამ გეგუჩაძის გარდა, სასამართლო პროცესები სხვა ჟურნალისტებს, პოლიტიკურ პირებსა და აქტივისტებსაც ჩაუნიშნეს.
- ტელეწამყვან ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს.
როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
„კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, – წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს.
- სასამართლოში იბარებენ “ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს. ინფორმაციას “ტაბულა ავრცელებს.
- “ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს ხვალ სასამართლოში იბარებენ სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფის მიზეზით.ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური საბუთის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები. ის მიიჩნევს რომ ტელეფონით შეუძლებელია იდენტიფიცირება ნამდვილად ოფიციალური პირი რეკავს თუ რომელიმე “პრანკერი“, – წერს გამოცემა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სასამართლო პროცესი ხვალ ჩაუნიშნეს ჟურნალისტ ვახო სანაიას, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, ოპოზიციის წარმომადგენელ ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანს და სხვებს.
“სია განახლდა მეგობრებო. ხვალ დაგვიბარეს: ვახო სანაია, მე, მარიამ გეგუჩაძე, ვიკა ბუკია, ანა სუბელიანი, ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, ბაია პატარაია, გიორგი ქადაგიძე, დეა მამისეიშვილი… ისტერიკა.ჯი,“ – წერს ჟორჟოლიანი.
“მირეკავენ დაჟინებით სასამართლოდან, ვუშვებ ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან, ნეტა თუ მიხვდნენ სად გავუშვი?“ – წერს ელენე ხოშტარია.
“ხალხო, ამაზე მიბარებენ ხვალ სასამართლოში, ნინო წილოსანს შეურაცხყოფა მიაყენეო. არაქალი წყენია,“ – წერს სუბელიანი.
“მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო…,“ – წერს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ხალხო, სასამართლოს ვებ-გვერდზე წერია, რომ ხვალ 16:00 საათზე ეკატერინე მიშველაძის პროცესია. ოღონდ, ჩემთვის არც არავის დაურეკავს და არც შეტყობინება მომსვლია! ნეტავ მე ვარ თუ სხვა ეკატერინე მიშველაძეა? ”, – წერს ტელეწამყვანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.
კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.