ჟურნალისტი ელისო კილაძე:
“გორგიას” მეპატრონე გია გორგოშაძეა!
ბიზნესი ცოლმა, ნინო დარსალიამ აუწყო, გაშორების მერე ბინაც კი წაართვა და უკაპიკოდ დატოვა!
ჩვენებაში წერდა-ცოლი ჯადოს მიკეთებდაო, და გონება მქონდა დახშულიო
მოთხოვეთ ახლა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული
ცნობისათვის – „გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს „გორგიას“ მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ.საქართველოს გზა ევროპაშია და ამ გზას ვერცერთი რეჟიმი ვერ შეარყევს,“ – „გორგიას“ თანამშრომელმა მერაბ (გიორგი) რომელაშვილმა ამ შინაარსის განცხადებით დატოვა სამსახური.