“ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ-უმძიმესი ფოტოა, სისხლის გუბეში, უმოწყალოდ აჩეხილი კესარია, რომელიც როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ყავდა თოკებით, ხელით და ფეხით!
როდის ხდებიან ადამიანები ასეთი პირუტყვები, როდის?!
სიკვდილიცაა და სიკვდილიც…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.