ელისო ბოლქვაძე: ბედნიერი მომენტები პარიზში, SOS Talents Foundation-ის გალა-ღონისძიების შემდეგ, დასოს სასახლეში

12 მარტს, პარიზის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ სივრცეში – მარსელ დასოს სასახლეში საერთაშორისო ფონდის “SOS Talents” გალა-კონცერტი გაიმართა. სცენაზე  ქართველი ნორჩი პიანისტებიც წარსდგნენ.
პარიზში გამგზავრება შესაძლებელი გახდა საქველმოქმედო ფონდის “ლირა”-ს მხარდაჭერით, რომელიც წლებია თანამშრომლობს „SOS Talents“-თან და ხელს უწყობს
ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას.
ღონისძიება განხორციელდა აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით.
პარიზის გალა-კონცერტზე წარსდგნენ:
🔹️ ნუცა ხოზრევანიძე (პედაგოგი: თეა გოგოტიშვილი – ზაქარია ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი).
🔹️გიორგი აბაშიძე (პედაგოგი: ლიკა – ზაქარია ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი).
🔹️ანდრია კაპანაძე (პედაგოგი: ნატალია ორაგველიძე- რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა).
მათი წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ პირად მიღწევას, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკალური სკოლის საერთაშორისო აღიარების გზაზე.
🎹 ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი მადლობას უხდის აჭარის კულტურის სამინისტროს, მინისტრ ელისო ბოლქვაძესა და ფონდ „SOS Talents“-ს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში გალა-ღონისძიების ამსახველ ფოტო მასალას ავრცელებს.